სტუდია “საუკუნეს” ფილიალს ქუთისში 2020 წელს სათავეში ჩაუდგა ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი მარია ზენაიშვილი,რომელიც 5 წლიდან პროფესიონალურ დონეზე ეუფლებოდა ქართულ ცეკვებს, მან დაამთავრა ქუთაისის სიმღერისა და ხელოვნების სასწავლებელი წითელ დიპლომზე, იყო ყოველთვის გამორჩეული და თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული. ნიშანდობლივია, რომ ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრიზი.
როდესაც მარია სტუდია “საუკუნეს” ქუთაისში ჩაუდგა სათავეში, ძალიან მალე მოიპოვა ქუთაისელების ნდობა და სიყვარული, რომელიც დიდი შრომისა და მზადების დამსახურებაა, რომ შეძლო სამოყვარულო ჯგუფების ჯერ პროფესიონალურ დონეზე მომზადება, შემდეგ კი ანსამბლის ჩამოყალიბება, რომელმაც პირველივე წელს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმატებით მიიღო მონაწილება და დაჯილდოვდა, მას შემდგომ კი არაერთ კონცერტში და ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პრიზისა და ჯილდოს ავტორი გახდა .
ამ დროისთვის ჩვენს ქალაქში ფუნქციონირებს როგორც სამოყვარულო და მოსამზადებელი ჯგუფები ასევე ანსამბლი. 2023 წლის იანვრიდან კი შევძლებთ მივიღოთ ბავშთა მოსამზადებელი ჯგუფები. სადაც თქვენი პატარები დაეუფლებიან პროფესიანლურ დონეზე ქართული ცეკვის ელემენტებს რომელიც საშუალებას მოგვცემს შევასწავლოთ სრულყოფილად ჩვენი ტრადიციული ქართული ცეკვები. რაც შეეხება ჩვენს მარიას, მისი გურული ხასიათი გარდამტეხ როლს თამაშობს გაკვეთილების მსვლელობაში, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ზრუნავს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, შესაბამისად ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ძალიან მოკლე დროში ხარისხიანად შევასწავლით ცეკვებს.
თუ ჯერ არ ხარ ჩვენი წევრი, ეხლა ის დროა, რომ გადადგათ ეს ნაბიჯი და დაეუფლო ჩვენს ტრადიციულ ცეკვებს.