ჩვენ შესახებ
სტუდიის მიზანია კვალიფიციური ქორეოგრაფების მეშვეობით მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ქართული ხალხურიი ცეკვების შესწავლა, რასაც განაპირობებს წინასწარ შერჩეული გაკვეთილის სტრუქტურა.
სტუდია „საუკუნე“ იძლევა შესაძლებლობას სამოყვარულო ჯგუფებს ერთიდან ხუთი თვის განმავლობაში შეასწავლოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები
პირველ თვეში შეისწავლება აჭარული „განდაგანა“ და „ლაზური“
მეორე თვე -„ლაზური“ და „ლეზგინკა“
მესამე თვე – მთიულური ცეკვები : „ხევსურული“ „თუშური“ „ფშაური“ „დავლური“ „ქართული“
მეოთხე თვე – „აფხაზური“ „მუხამბაზი“ „კინტოური“
მეხუთე თვე – „ჯეირანი“ „ილოური“
სტუდიამ 2 წლის თავზე დაარსა ანსამბლი „საუკუნე“, რომელმაც საშუალება მისცა სტუდიის მოსწავლეებს გაეგრძელებინათ ცეკვის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე.
ანსამბლი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებსა თუ კონკურსებში, ასევე ახლო მომავალში გეგმავს როგორც ქალაქგარეთ ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატაროს გასვლითი კონცერტები.
ხელმძაღვანელი: ინდირა ღომიძე