ყველა სიახლე

იმო ელენე და რუსთავი

      ელენე ლომიძე არის ანსამბლ “საუკუნის” ქორეოგრაფი, რომელიც ცნობილი თავისი განსაკუთრებული ნიჭითა და კრეატიულობით ქართულ ცეკვაში. ელენეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქორეოგრაფიაში, რის შედეგადაც მან ჩამოაყალიბა თავისი უნიკალური სტილი. მისი სტილი ტრადიციული ქართული ცეკვის ელემენტების შერწყმას მოიცავს თანამედროვე და ინოვაციურ მოძრაობებთან, რაც ანსამბლის თითოეულ ნომერს სიახლეს და განსხვავებულობას სძენს.ელენე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ცეკვის ტექნიკის სიწმინდესა და დეტალებს, რაც ხელს უწყობს ანსამბლის წევრებს, რომ მათ არა მხოლოდ შეასრულონ მოძრაობები, არამედ გააცოცხლონ ქართული ცეკვის სული და დრამატურგია.რუსთავში არ მეგულება ადამიანი რომელიც ამ მშვენიერ ოჯახს არ იცნობს ♥2020 წლიდან სტუდია “საუკუნეს” ფილიალს რუსთავში სათავეში ჩაუდგნენ  იმედა ყოჩიშვილი და ელენე ლომიძე, რომლებმაც პირველივე დღეებში  დიდი სიყვარული დაიმსახურეს ჩვენი და ჩვენი შვილების, მას შემდგომ არაერთ კონცერტსა და ღონისძიებაში მიიღო წარმატებით მონაწილეობა რუსთავის ფილიალმა, რომელიც ამ სამაგალითო ოჯახის დამსახურებაა.ელენე 2005 წლიდან ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედში” ცეკვავდა ჯემალ რეხვიაშვილის და ნუნუ ღვინერიას ხელმძღვანელობით.ცეკვის პირველი ნაბიჯები სწორედ ამ ანსამბლში გადადგა, 2009 წლიდან ქორეოგრაფების რეკომენდაციით ცეკვა განაგრძო ქ.თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის ანსამბლ “როკვაში”.2013-2017 სწავლობდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ხოლო ცეკვა განაგრძო უნივერსიტეტის ანსამბლ “ კარიბჭეში”  რომელმაც 2015 წელს ბულგარეთში გამართულ ფესტივალზე მოიპოვა პირველი ადგილი.2017 წელს ერთ-ერთ პროექტში რეპეტიციის დროს ელენეს და იმედას გზები გადაიკვეთა  ♥ ხოლო 2019 წელს კი შექმნეს ოჯახი და ამჟამად ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.2019 წლიდან ისინი ცეკვავდნენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში “ნართები”.ამ დროისთვის ქ.რუსთავის ფილიალში ფუნქციონირებს სამოყვარულო ჯგუფები, ბავშვთა პროფესიონალური ჯგუფები და ანსამბლი. 2021 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ.რუსთავის მერიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესტან დაკავშირებით მიძრვნილ ღონისძიებაში 2021 წლის ზაფხულში ანსამბლი “საუკუნის” სხვა ფილიალებთან  ერთად იმყოფებოდა 5 დღიან შეკრებაზე ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს.2022 წლის ზამთარში იმყოფებოდნენ ბაკურიანში,  სადაც ქ.რუსთავის ფილიალმა შეასრულა: ქალთა “ ხორუმი”, რაჭული, აჭარული და ყაზბეგური ცეკვები. ამავე წლის ზაფხულში კი გაემგზავრნენ გონიოში, სადაც  ქ.რუსთავის ფილიალმა კვლავ წარმოაჩინა: ქალთა “ხორუმი” , “მოხეური”, “ყაზბეგური”, “რაჭული”, “აფზახური”და “აჭარული” ცეკვები2023 წელს გონიოში და ბაკურიანში 2024 წლის აპრილში რუსთავში ჩატარდა რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული კონკურს-ფესტივალი “ქართული”, სადაც ანსამბლმა “საუკუნემ” გაიმარჯვა ნომინაციაში “საუკეთესოდ კოსტუმირებული ანსამბლი” და საუკეთესო ანსამბლების ათეულში შევიდა. 2024 წლის ივლისში ანსამბლი “საუკუნე” ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ ფესტივალში გახდა გრამპრის მფლობელი.