ხშირად დასმული კითხვები
რატომ გვირჩევენ ჩვენ?
ცეკვის სტუდია “საუკუნე” შეიქმნა 2014 წელს. დაარსებიდან ჩვენი მიზანი იყო ქართული ცეკვის შესწავლა გაგვეხადა მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ შევიმუშავეთ ცეკვის შესწავლის გეგმა და სტრუქტურა რითაც მოვახერხეთ რომ 8 გაკვეთილში სრულად ნოლიდან შესაძლებელი გავხადეთ ქართული ხალხური ცეკვის სამოყვარულო დონეზე ათვისება. რამაც საშუალება მოგვცა ყოველთვე მივიღოთ და ჩავანაცვლოთ ახალი ჯგუფები, ის რაც ბევრისთვის ოცნება იყო დღეს ჩვენთან სულ რაღაც ერთ თვეში ხდება, ამ ყოველივემ კი საშუალება მოგვცა საქართველოში ერთ-ერთი თუ არა ყველაზე დიდი ცეკვის სტუდია შეგვექმნა. ეხლა კი ჩვენი სტუდია აერთიანებს როგორც ანსამბლს ასევე მოსამზადებელ და სამოყვარულო ჯგუფებს.
მოყვარულები → დუბლები → ანსამბლი
ეს სამი მიმართულება არის ჩვენთან რომელიც ერთმანითსგან დამოუკიდებლად ვითარდება, და საშუალებას გაძლევთ თქვენი ცოდნა გაიღრმავოთ, ჩვენი ანსამბლის წევრების უმეტესობა ზუსტად რომ დუბლებიდან და მოყვარულებიდან არის შერჩეული.
რას მოიცავს ჩვენი პროგრამა ?
ჩვენი პროგრამა მოიცავს 5-6 სხვადასხვა ქართულ ხალხურ ცეკვას, რომელსაც წინსწარ ვარჩევთ ვამუშავებთ ვძენთ თანამედროვე იერსახეს, ისე რომ ცეკვის ძირითადი არსი არ დაირღვეს, შემდგომ კი წარვადგენთ ჩვენს ყველა ფილიალში . თქვენ შეგიძლიათ წინასწარ იხილოთ თუ რას მოიცავს ეს ცეკვა. რა ილეთებითაა დატვირთული და შემდგომ გადაწყვიტოთ რომელი ცეკვის შესწვლა გსურთ.
როგორ დავრეგისტრირდე?
როდესაც გადაწყვეტთ ჩვენი პროგრმიდან თუ რომელი ცეკვის შესწავლა გსურთ, შემდგომ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დღეები და საათები, ამისთვის კი გადადით ჩვენს საიტზე და იხილეთ → განრიგი . შემდგომ კი გვრჩევა მარტივი რეგისტრაცია რომელიც ჩვენივე საიტზე ხდება და მოგიწევთ მიუთითოთ: მოსწავლის სქესი და ასაკი ასევე რომელ ჯგუფში გსურთ რეგისტრაცია და ა.შ. იხილეთ რეგისტრიციის ბმული.,ან დაგვირეკეთ 544 444 665
გახსნამდე ერთი დღით ადრე ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დეტალებს გაგაცნობთ, რა უნდა გეცვათ რეპეტიციაზე რომ კომფორტულად იყოთ, სად მდებარეობს ცეკცის სტუდია დეტალურად, გაკვეთილების განრიგი და გადასახდს და ა.შ
ჩვენ ფილიალებია:
თბილისი: თამარ მეფის გამზირი N5 , გლდანი ხიზანიშვილის N1 და ვარკეთილი შანდორ პეტეფის ქუჩა N1-ში.
რუსთავი: მე-15 მკრ/ნი , სკოლა “საუნჯე”.
ქუთაისი: ჟიული შარტავას ქუჩა N3 და ბუხაიძის ქუჩა N9 (მერაბ ჭოროხონელიძის სკოლა)
ბათუმი: აღმაშენებლის N13 (ყოფილი კვლევითი შენობა)
ზუგდიდი: ქ.ზუგდიდი ბაიას საფეხბურთო მოედანი