ყველა სიახლე

ახალი ფილიალი დიდ დიღომში!

სიახლე – სტუდია „საუკუნის“ ახალი ფილიალი დიდ დიღომში!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ცეკვის სტუდია „საუკუნემ“ გახსნა მეშვიდე, სრულიად ახალი ფილიალი დიდ დიღომში!
დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის:

🔹 ახლად გარემონტებული, ფართო და ნათელი დარბაზი

🔹 ორი კომფორტული გასახდელი.

🔹 მოსაცდელი სივრცე მშობლებისთვის დამატებითი ეკრანით, საიდანაც შეუძლიათ თვალი ადევნონ რეპეტიციის მიმდინარეობას.

მიღება გვაქვს როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო ჯგუფებში.
მიღება იწყება 5  წლის ასაკიდან და სრულად შეუზღუდავია ზემოთ – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გვაქვს სამოყვარულო ჯგუფები.

💸 გადასახადი

  • 70 ლარი –  8 გაკვეთილი

🎉 დამატებითი ბონუსი მოყვარულებისთვის

ყოველთვე ვმართავთ ივენთებს, სადაც მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ მიიღონ მონაწილეობა და უბრალოდ გავატაროთ ერთად საუკეთესო დრო და შევაგროვოთ მოგონებები🤩

გელოდებით ყველას დიდ სიყვარულით! 😍