ყველა სიახლე

ზაფხულის გასტროლი გონიოში☀️

🐚 სტუდია „საუკუნე“ ყოველ ზაფხულს აწყობს ტრადიციულ გასტროლს გონიოში, სადაც ჩვენი ყველა ფილიალის მოსწავლეები ერთად ატარებენ დაუვიწყარ, შემოქმედებით და სიხარულით სავსე დღეებს ზღვის პირას.

☀️ გონიოში გატარებული ყოველი დღე დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით: ვატარებთ სახალისო სამაგიდო თამაშებს, ვაწყობთ თემატურ მოდების ჩვენებებს, ვერთობით სანაპიროზე, ვმონაწილეობთ გუნდურ თამაშებსა და გასართობ აქტივობებში. ეს გარემო ხელს უწყობს ერთმანეთის უკეთ გაცნობას, მეგობრობის გაღრმავებას და თავისუფალ, პოზიტიურ ატმოსფეროს.

🔥 გასტროლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ნაწილი არის შემაჯამებელი კონცერტი, სადაც სცენაზე ერთიანდებიან სტუდია „საუკუნის“ ყველა ფილიალის მოსწავლეები. კონცერტი ნათლად წარმოაჩენს თითოეული ფილიალის მიღწევებს, მოსწავლეების პროგრესს და იმ დიდ შრომას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო ჩადებული.

გონიოს ზაფხულის გასტროლი სტუდია „საუკუნისთვის“ არის შესაძლებლობა შევუთავსოთ დასვენება, განვითარება და შემოქმედება, შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიდი და მეგობრული „საუკუნის“ ოჯახი.