ყველა სიახლე

ზაფხულის გასტროლი თურქეთში – 2025 წელი🤩

😍 ცეკვის სტუდია „საუკუნე“ ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გასტროლებში, რაც ჩვენი სტუდიის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. გასტროლები არა მხოლოდ პროფესიული ზრდის, არამედ დაუვიწყარი ემოციებისა და გამოცდილების წყაროა ჩვენი მოცეკვავეებისთვის.

🏝️ 2025 წელს სტუდია „საუკუნე“ გასტროლზე იმყოფებოდა თურქეთში – ქალაქ ქემერში. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ანსამბლებმა, დუბლებმა და პროფესიონალურად მოსამზადებელმა ჯგუფებმა.

გასტროლის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც ჩვენი მოცეკვავეები წარსდგნენ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული ცეკვის სილამაზე და სული. ყოველი დღე სავსე იყო აქტივობებით — საღამოობით ვესწრებოდით სხვადასხვა შოუებს, გასართობ პროგრამებს და ვაწყობდით მხიარულ საღამოებს. გვქონდა ქაფის შოუ, ექსკურსია, შოპინგი და გასეირნება გემით ქემერის გარშემო.

💓 გარდა კონცერტებისა, გასტროლები გვაძლევს შესაძლებლობას შევიძინოთ ახალი მეგობრები, გავეცნოთ სხვადასხვა კულტურას და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები. ეს არის გამოცდილება, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, დისციპლინას და რაც ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია – გუნდურობას.