🤩 სტუდია „საუკუნის“ გლდანის ფილიალში სრული რეკონსტრუქცია ჩავატარეთ.
განვაახლეთ და გავადიდეთ მთავარი დარბაზი, რათა რეპეტიციები კიდევ უფრო კომფორტულ და თანამედროვე გარემოში წარიმართოს.
🤗 მშობლებისთვის შევქმენით მოსაცდელი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ მშვიდად და კომფორტულად დაელოდონ ბავშვებს და ეკრანის საშუალებით თვალი ადევნონ რეპეტიციის მიმდინარეობას.
ასევე სრულად განახლდა გასახდელები — ცალკე გოგონებისთვის და ვაჟებისთვის, თანამედროვე და მოხერხებული პირობებით.
🥳 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდია იყოს არა მხოლოდ სწავლების ადგილი, არამედ კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.

