ყველა სიახლე

ზაფხულის გასტროლი თურქეთში – 2026 წელი🤩

💓 სტუდია „საუკუნე“ წარმატებული გასტროლით იმყოფებოდა თურქეთში, ქემერში. გასტროლში მონაწილეობდნენ ჩვენი ექვსივე ფილიალის ანსამბლები, დუბლები და პროფესიონალური მოსამზადებელი ჯგუფები.

ტურნეს ფარგლებში ქალაქის ცენტრში გაიმართა სტუდია „საუკუნის“ სოლო კონცერტი, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. სცენაზე წარმოდგენილი გვქონდა მრავალფეროვანი პროგრამა.

😍განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასტროლში პროფესიონალურ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობდნენ მოყვარული მოცეკვავეებიც. მათ მიეცათ შესაძლებლობა, გამოსულიყვნენ დიდ სცენაზე და პროფესიონალებთან ერთად გაეზიარებინათ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც მათთვის დიდი მოტივაცია და განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქემერში გატარებული დღეები თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარი იყო. კონცერტების, რეპეტიციებისა და სხვა აქტივობების პარალელურად შეიძინეს ახალი მეგობრები, მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინეს სტუდია „საუკუნე“ და ქართული კულტურა.

😍 სტუდია „საუკუნე“ მადლობას უხდის გასტროლის ყველა მონაწილეს, მშობლებსა და მხარდამჭერებს ნდობისა და თანადგომისთვის და მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს პირდება თავის აღსაზრდელებს.