სტუდია „საუკუნეში” ახალი სეზონი იწყება! 
გსურთ, შეისწავლოთ ქართული ხალხური ცეკვა, განივითაროთ სცენური კულტურა, დისციპლინა, თავდაჯერებულობა და გუნდური მუშაობის უნარი?

ჩვენთან ფუნქციონირებს სამოყვარულო და პროფესიონალური ჯგუფები, შესაბამისად, თითოეულ ადამიანს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება, იქნება ეს ცეკვა სიამოვნებისთვის თუ პროფესიული განვითარებისთვის. 

ბავშვების მიღება იწყება 5 წლიდან.
სამოყვარულო – 5 წლიდან, ასაკობრივი ზედა ზღვარის გარეშე.
ეს ჯგუფები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ცეკვა სიამოვნებისთვის, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.
პროფესიონალური მიმართულება – 7 წლიდან.
პროფესიონალური ჯგუფი განკუთვნილია მათთვის, ვინც ცეკვას უფრო სერიოზულად ეკიდება და სურს ინტენსიური ვარჯიში, განვითარება, სცენაზე გამოსვლა და კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. 
სამოყვარულო ჯგუფის პირობები:
თვიური გადასახადი — 85 ლარი
კვირაში 2 რეპეტიცია

თითოეული რეპეტიციის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი

თვეში ჯამში ტარდება 8 გაკვეთილი.

ყოველი თვის განმავლობაში მოსწავლეები სწავლობენ ერთ სრულ ქართულ ხალხურ ცეკვას.
კონკრეტულად რომელი ცეკვა ისწავლება თითოეულ ჯგუფში, შეგიძლიათ იხილოთ თქვენ მიერ შერჩეული ჯგუფის განრიგში. 
პროფესიონალური მიმართულება
თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, მონდომება და შესაბამისი მოტივაცია, სამოყვარულო ჯგუფიდან შესაძლებელია პროფესიონალურ ჯგუფში გადასვლა.
პროფესიონალურ ჯგუფში სწავლა გულისხმობს უფრო ინტენსიურ მომზადებას, ცეკვის ტექნიკის გაღრმავებას, მუდმივ განვითარებას და სხვადასხვა კონცერტსა და ღონისძიებაში მონაწილეობას. 

ჩვენი ფილიალები
თბილისი:

თამარ მეფის გამზირი N5 — აღმაშენებლის კვეთაზე

გლდანი — მეტრო ახმეტელთან, ხიზანიშვილის N1

ვარკეთილი — მეტროსთან, შანდორ პეტეფის N1
დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს N26
რეგიონები 

რუსთავი — მაჩაბლის N3, პირიმზეს შენობა

ქუთაისი — ჟიული შარტავას N3
ბათუმი — ე. თაყაიშვილის 57ა

რატომ „საუკუნე“?
ჩვენთვის ცეკვა მხოლოდ მოძრაობების სწავლა არ არის.
ეს არის დისციპლინა, მეგობრობა, თავდაჯერებულობა, სცენის სიყვარული და ქართული კულტურის გაცნობა.

გვინდა, თითოეულმა ბავშვმა ჩვენთან თავი კომფორტულად იგრძნოს, შეიძინოს ახალი მეგობრები, განვითარდეს და საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:544 444 665
ან
მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი ფილიალისა და ჯგუფის შერჩევაში.