ჩვენი სტუდიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარება, არამედ სასიამოვნო, მეგობრული და შთამაგონებელი გარემოს შექმნაც.❤️ სწორედ ამიტომ, ჩვენს სტუდიაში ყოველი თვე განსაკუთრებულია. თამარ მეფის გამზირის ფილიალში ტრადიციად გვაქვს ქცეული თბილი და სახალისო ივენთები, რომლებიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის — ჩვენი მოყვარულებისთვის. ივენთებში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდიის ნებისმიერი ფილიალის წევრებს. ეს არის დრო, როცა ვიკრიბებით, ვცეკვავთ, ვიცნობთ ერთმანეთს, ვცვლით გამოცდილებას და რაც მთავარია — ერთად ვბრწყინავთ. ივენთების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, რადგან თითოეული კადრი გვახსენებს, რატომ ვართ აქ — თქვენი სიყვარულის, მონდომების და იმ ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომელსაც ცეკვისას ასხივებთ. ამიტომ ამ მასალას რეგულარულად ვაზიარებთ ჩვენს საიტზე და სოციალურ ქსელებზე, რომ ის სიხარული, რასაც ერთად ვქმნით, ყველას გავუზიაროთ.
გელოდებით შემდეგ ივენთზე!🥳
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე: 544 444 665 ან მოგვწეროთ ჩვენს ნებისმიერ სოციალურ ქსელში.
იქამდე კი ერთად გადავხედოთ რა მოგონებები შევქმენით აქამდე🤩
